თავში

საქართველოს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება სურს

საქართველოს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება სურს
საქართველოს კორეასთან  თავისუფალი ვაჭრობის დაწყება სურს

29 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენდა კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით მხარეთა მიდგომების შესახებ.

გენადი არველაძემ კორეულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის, არსებული სავაჭრო რეჟიმებისა და შეთანხმებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ წინასწარი კონსულტაციები მიზანშეწონილობის კვლევის მომზადებასთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ შესაბამისი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული წარმოადგენს კორეის მხარის ოფიციალურ პროცედურას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system