თავში

საქართველოს კვერცხის იმპორტი წელს 53.6 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა

საქართველოს კვერცხის იმპორტი წელს 53.6 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა
საქართველოს კვერცხის იმპორტი წელს 53.6 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში კვერცხის იმპორტი 95.1%-ით შემცირდა და ხოლო იმპორტის ღირებულება 53.6 ათას დოლარ გაუტოლდა. წელს საქართველომ ფრინველის კვერცხი თურქეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და უნგრეთში შეიძინა.

შეგახსენებთ, 2019 წელს კვერცხი საქართველოში ერთადერთი თვითკმარი პროდუქტი იყო, ანუ კვერცხის ადგილობრვ წარმოებას შეუძლია შიდაბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. საქსტატის ბოლო 2019 წლის მონაცემებით, კვერცხის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში 96%-ია.

წელს იანვარ-მარტში საქართველოდან 273.9 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი მხოლოდ მეზობელ აზერბაიჯანში გავიდა, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 69.3%-ით აღემატება. 2020 წელს საქართველომ ჯამში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების კვერცხის რეალიზება მხოლოდ აზერბაიჯანში მოახდინა, მაშინ როდესაც 2019 წელს საექსპორტო ბაზრებს შორის აზერბაიჯანთან ერთად არაბთა გაერთიანებული საამიროები (188.1 ათასი დოლარი), საუდის არაბეთი (104.2 ათასი დოლარი) და სომხეთიც (39.4 ათასი დოლარი) იყო.

2020 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება შემცირდა. ქვეყანამ ამ დროს 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა. კვერცხის წარმოება შემცირდა 2020 წლის მესამე კვარტალშიც, როცა ქვეყანამ აწარმოა 154.8 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.6 პროცენტით ჩამორჩება.

ცნობისთვის, კვერცხის ქართული წარმოება ზარალზე. ქართველ მწარმოებლებს დემპინგთან გამკლავება კვლავ უჭირთ. საქართველოში კვერცხი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებული. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში. წლიურად კვერცხი დაახლოებით 6.0%-ით, ხოლო, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2.7 პროცენტით კვერცხზე ფასი გაიზარდა.

საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა. კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, ქართულ კვერცხს იმპორტირებულ ანალოგთან კონკურენცია უჭირს. იაფად შემოტანილ იმპორტულ კვერცხს ქართული წარმოება კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოების ტემპი მცირდება.

როგორ უნდა შეირჩეს ხარისხიანი კვერცხი, იხილეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system