თავში

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო წინა წელთან შედარებით 8 ადგილით ჩამოქვეითდა. ქვეყნის მიერ მიღებული ქულა 60.6-ია, წინა რეიტინგში ის 61 იყო.


ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციებისა და ბაზრის ზომის მიმართულებით აქვს. ინოვაციების კუთხით საქართველო 91-ე, ბაზრის ზომის მიხედვით კი 101-ე ადგილზეა.

დაბალი ინოვაციების დონე კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა მცირე რაოდენობას უკავშირდება. ინოვაციების მიმართულებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 32.7-ია. ამ მხრივ ქვეყნის ქულა იგივეა, თუმცა დაკავებული ადგილი კი გაუარესებულია, რადგანაც სხვა ქვეყნებმა გაიუმჯობესეს აღნიშნულ კრიტერიუმში პოზიცია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system