თავში

UNECE საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება
UNECE საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება

გაეროსევროპისეკონომიკურიკომისიის (UNECE) ორგანიზებულიურბანული განვითარების, საცხოვრისის და მიწის მართვის კომიტეტის 80-ესესიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე მონაწილეობდა.

ნინო გვენცაძე 2016 წლიდან UNECE - ს ბიუროს წევრია.

ყოველწლიურსესიაზე, რომელიც 3 დღის განმავლობაში ჟენევაშიმიმდინარეობდა, ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორიცაა შესაფერისი, ხელმისაწვდომი და ჯანმრთელი საცხოვრისი ყველასათვის, ურბანული განვითარება, ჭკვიანი მდგრადი ქალაქები, მიწის მართვა და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობა.

სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გაცვალეს მოსაზრებები და გამოცდილება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის არსებულ გამოწვევებსა და წარმატებულ პრაქტიკაზე.

„ფაქტებზე დაყრდონობილი პოლიტიკა - მდგრადი საცხოვრისისა და ურბანული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში კომიტეტმა შეარჩია ოთხი ქვეყანა (UNDA 10th tranche project): ალბანეთი, საქართველო, ყირგიზეთი და უკრაინა. სესიაზე ნინო გვენცაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების შესახებ.

სხვადასხვა აქტივობის სახით, UNECE შერჩეულ ქვეყნებს მომავალში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება, ესაა - ქალაქებისა და დასახლებების იმგვარი მართვა, რაც უფრო მეტ ინკლუზიურობას, უსაფრთხოობას და მედეგობას უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system