თავში

საქართველოს მეზღვაურთა შრომის კოდექსი არ აქვს

საქართველოს მეზღვაურთა შრომის კოდექსი არ აქვს
საქართველოს მეზღვაურთა შრომის კოდექსი არ აქვს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ საზღვაო სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, ამ სფეროს პოტენციალის უკეთესი რეალიზებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათების დამტკიცება და მეზღვაურთა შრომითი უფლებების შესახებ კოდექსის მიღებაა აუცილებელი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მეზღვაურთა შრომის კოდექსის მიღების ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე აიღო, თუმცა ამ დოკუმენტის დამტკიცება ამ დრომდე არ მომხდარა.

“პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის მიერ სასწრაფოდაა მისაღები „მეზღვაურთა შრომის კოდექსი". საქმე იმაშია, რომ ასოცირების ხელშეკრულების XV-D დანართის თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება მეზღვაურთა დასაქმების, მინიმალური ასაკის დაცვის, გემზე სამუშაო პირობების მოთხოვნები მოიყვანოს ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში, რაც, დღეის მდგომარეობით, შეესაბამება 2006 წლის შრომის საზღვაო კონვენციის (MLC 2006) სტანდარტებს. საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც ვრცელდება მეზღვაურებზეც, ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რისთვისაც მომზადდა „მეზღვაურთა შრომის კოდექსის“ კანონპროექტი. მისი მიღების შემდეგ საქართველო მოახდენს MLC-ის იმპლემენტაციას კანონმდებლობაში და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც ევროპელი გემთმფლობელებისთვის მისაღებ კვალიფიციური სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყნის სტატუსს. ამდენად, „მეზღვაურთა შრომის კოდექსის“ დროული მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია,” - ნათქვამია სავაჭრო პალატის მიერ მომზადებულ კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system