თავში

ნათია თურნავა: რეიტინგებში აშშ-მ საქართველოს მხოლოდ ერთი საფეხურით გაუსწრო

საქართველოს მხოლოდ ერთი საფეხურით გაუსწრო
ნათია თურნავა: რეიტინგებში აშშ-მ საქართველოს მხოლოდ ერთი საფეხურით გაუსწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ბიზნესის კეთების რეიტინგში, საქართველოს ერთი ადგილით ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო მეშვიდე ადგილს დასჯერდა, თუმცა ქულა გაუმჯობესებულია.

  "რეიტინგში, საქართველო მეშვიდე ადგილზე გავიდა, თუმცა ჩვენი ქულა გაუმჯობესებულია. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა, მიდის წინ. მთავარი ინდიკატორები, რომლითაც ქვეყნის ჯამური ქულა დგება, სრულად გვაქვს გაუმჯობესებული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ოდნავ მეტი გააკეთა ვიდრე საქართველომ, ამიტომაც გაგვისწრო ერთი ადგილით," - განაცხადა მინისტრმა. 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთების გამარტივებისთვის ყველაფერი კეთდება, რაც მომავალშიც გააუმჯობესებს საქართველოს სარეიტინგო შეფასების ქულას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system