თავში

საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ

საფრანგეთს ადა საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა და ახლა მხარეები მის აღსრულებისთვის მუშაობენ. იქმნება საპილოტე პროგრამები. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც აღნიშნა, რომ ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს და მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთია.

"სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის ეს არის ბულგარეთი და ისრაელი, ასევე საფრანგეთთან გვაქვს დიალოგი ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთწლიანი პროგრამა, ამას ექნება სისტემატიური ხასიათი“, - განაცხადა მინისტრმა გასულ კვირას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია 15 თებერვალს, დაიწყო და იმდენად მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა , რომ 24 საათში „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირი იყო დარეგისტრირებული. 

შეგახსენებთ, აგროსპეციალისტების მტკიცებით, საქართველოდან აგრარულ სფეროში დასაქმების მიზნით გერმანიის შემდეგ, მოთხოვნა სხვა ქვეყნების მხრიდანაც გაჩნდება, რადგან პანდემიის შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეროვნული ეკონომიკის წინ წამოწევა და თითქმის ყველგან გაჩნდა იაფი მუშახელის პრობლემა. ქართული შრომის ძალა მათთვის სავსებით მისაღებია და გერმანიის მაგალითს შეიძლება მიბაძონ ისრაელმა, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ესპანეთმა და სხვა სახელმწიფოებმაც. თურქეთში ისედაც შესაძლებელი იყო სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება და 2021 წელს ამ მხრივ, სავარაუდოდ, მეტი მოთხოვნა გაჩნდება.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ გერმანიაში 3 თვით დასაქმება შეძლოთ, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system