თავში

ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი უქმდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი უქმდება
ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი უქმდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ.

მისივე თქმით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე მოხდება. 

„მათ შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ლაბორატორიულად დადასტურებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა და ეს იქნება საკმარისი“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.

მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის ზრდას და ეკონომიკის გააქტიურებას, რადგანაც სავალდებულო კარანტინი დიდი დისკომფორტი იყო ექსპორტირებისა და იმპორტიორებისთვის.

"ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში. მთავარი არის ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს PCR ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა, დრო, რომ მოიპოვოს PCR ტესტი, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით,“- განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system