თავში

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტებში 332.8 მლნ ლარი დახარჯეს

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტებში
საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტებში 332.8 მლნ ლარი დახარჯეს

საქსტატმა 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი - 44.3% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების (ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური) მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system