თავში

საქართველოს მოსახლეობის 60% ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს

საქართველოს მოსახლეობის 60% ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს
საქართველოს მოსახლეობის 60% ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს

როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია.

ამასთან, 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება, 4 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითია.

როგორც პრეზენტაციაზე საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა აღნიშნა, ალბათ, ეს ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელზეც პასუხისმგებლობას გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს, განსაზღვრავს მოსახლეობის დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის ძირითადი აქცენტები სწორედ ეკონომიკასა და ჯანდაცვაზეა გაკეთებული.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system