თავში

საქართველოს PCR ტესტების შესაძენად ABD-მ 400 ათასი ევრო გამოუყო

საქართველოს PCR ტესტების შესაძენად ABD-მ 400 ათასი ევრო გამოუყო
საქართველოს PCR ტესტების შესაძენად ABD-მ 400 ათასი ევრო გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს 400,000 ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. 

ADB-ის ცნობით, გრანტის თანხა მოხმარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უახლესი აპარატურის შეძენას, ე.წ. PCR ტესტირებისთვის.

"სამედიცინო აღჭურვილობა და პროგრამული და ტექნიკური უზღუნველყოფა მნიშვნელოვანწილად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს სწრაფად ჩაატაროს ვირუსზე ტესტირება, და ასევე, საგრძნობლად შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე დატვირთვას ლუგარის ცენტრში (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), სადაც ქვეყანაში ჩატარებული ყველა PCR ტესტების 70%-ზე მეტი ტარდება,"- აცხადებენ  ADB-ში.

ბანკის განმარტებით, PCR ტესტირებისთვის. გამოყოფილი 400 ატასი ვერო ნაწილია ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის 28 მაისს დამტკიცებული $100 მილიონი აშშ დოლარის სესხის, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system