თავში

საქართველოს პოსტკრიზისული გეგმაზე კემბრიჯის პროფესორები მუშაობენ

საქართველოს პოსტკრიზისული გეგმაზე კემბრიჯის პროფესორები მუშაობენ
საქართველოს პოსტკრიზისული გეგმაზე კემბრიჯის პროფესორები მუშაობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე კემბრიჯსა და ნიუ-იორკში პროფესორების ჯგუფი მუშაობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში მთავრობა დეველოპერული და ჯანდაცვის სექტორების ანტიკრიზისულ გეგმებსაც წარადგენს.

„რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმებს, მინდა გითხრათ, რომ გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობენ კემბრიჯში, ძალზე სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე როგორც ნიუ-იორკის "დელოიტის" ოფისი მუშაობს საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე. როგორც კი დასრულდება ამ გეგმას ჩვენ წარმოვადგენთ და ამასაც ყველასთვის ღიას გავხდით და ყველას ამაზე დისკუსიის შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system