თავში

საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სამეზობლოდან ეწვია

საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სამეზობლოდან ეწვია
საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სამეზობლოდან ეწვია

საქართველოს მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი სამეზობლოდან ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ თვეს ყველაზე მეტი სტუმარი საქართველომ თურქეთიდან მიიღო. ამ ქვეყნიდან თებერვალში შემოსულია 15 983, კლება წლიურ ჭრილში 75%-ს უტოლდება.

7 785 ვიზიტორი მიიღო საქართველომ თებერვალში მეზობელი სომხეთიდან. კლება, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, 89.9%-ს უტოლდება. 3950 ადამიანი ეწვია საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანიდან. წლიურ ჭრილში კლება 95.8%-ს შედაგენს.  ჩრდილო მეზობელი რუსეთიდან საქართველოში თებერვალში შემოვიდა 2 950 ვიზიტორი. წლიური კლება 94.4%-ს უტოლდება. 

TOP-15 ქვეყანა ვიზიტორების მიხედვით და მისი პროცენტული ზრდა-კლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი 15 983 (-75%)
  • სომეთი 5 785 (-89.9%)
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 5760 (- 84.4% )
  • აზერბაიჯანი 3 950 (-95.8%)
  • რუსეთი 2 950 (-94.4%)
  • უზბეკეთი 1256 (+13.8%)
  • უკრაინა 1074 (-90.7%)
  • ყაზახეთი 443 (-83.6%)
  • ბელარუსი 408 (-86.2%
  • ირანი 347 (-95%)
  • ტაჯიკეთი 343 (-42.8%)
  • ბულგარეთი 602 (-66.1%)
  • ყირგიზეთი 572 (-68.5%)
  • გერმანია 166 (-93.8%)
  • საფრანგეთი 160 (-88.6%)

 უზბეკეთი ერთადერთი გამონაკლისია, სადაც 14%-იანი ზრდა ფიქსირდება. საქართველო უზბეკეთიდან ტურისტების ნაკადს ელოდება. 

საქართველოს თებერვალში ჯამში 42 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათი უმეტესობა 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი იყო. 

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system