თავში

საქართველოს რკინიგზა 9.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზა 9.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა
საქართველოს რკინიგზა 9.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს რკინიგზა 9.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის ტოლია. 

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-სექტემბრში საქართველოს რკინიგზის ზარალი, შარშანდელ 9-თვიან 63.9 მილიონი ლარის ზარალს თითქმის ორჯერ აღემატება და 117.7 მილიონი ლარს უტოლდება.

შემცირებულია შემოსავლებიც.

წელს 9 თვეში სარკინიგზო მომსახურებიდან კომპანიამ 363.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 მილიონი ლარით ნაკლებია.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 188.9 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

ცნობიუსთვის, "საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system