თავში

"საქართველოს რკინიგზა" კასეტურ საკისარებზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

"საქართველოს რკინიგზა" კასეტურ საკისარებ
საქართველოს რკინიგზა კასეტურ საკისარებზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

27 თებერვალს მოსკოვში გაიმართება დსთ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის სავაგონო მეურნეობის კომისიის ვაგონების ექსპლუატაციის სფეროში სამუშაო ჯგუფის სხდომა. როგორც ცნობილი გახდა, „საქართველოს რკინიგზა“ გამოვიდა წინადადებით, აღსდგეს იდეა გორგოლაჭებიანი საკისარებიდან კასეტურ საკისარებზე სავალდებულო გადასვლის შესახებ 2021 წლიდან, როცა საქმე ეხება ვაგონების რემონტს. წინადადება ვრცელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დათო გოჩავა ამბობს, რომ საბჭოს წინა სხდომაზე საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა ოთხიდან, რომლებმაც ხმა მისცეს კასეტურ საკისარებზე გადასვლის წინააღმდეგ. თუმცა „საქართველოს რკინიგზის“ განსაკუთრებული მოსაზრება, განსხვავებით დანარჩენი სამი ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციებისგან, საკისარების შეცვლის საწინააღმდეგო პოზიციას კი არ შეიცავდა, არამედ მასში მხოლოდ გამოითქვა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტში არ იყო ნახსენები „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზის“ დავალიანების შესახებ. „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა გურამ გურამიშვილმა მხოლოდ განაცხადა, რომ თვლის „არაკორექტულად მიმდინარე და ჯერ დაუსრულებელი სამუშაო პროცესის შესახებ კომენტარის გაკეთებას“.

სარკინიგზო ტრანსპორტის დამოუკიდებელი სპეციალისტი დათო გოჩავა აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურა გათვლილია სწორედ გორგოლაჭებიან საკისარებზე, ხოლო ვაგონების რემონტის საკითხში „საქართველოს რკინიგზა“ 100 %-ით დამოკიდებულია რუსეთზე.

სავაგონო მეურნეობის კომისიის სამუშაო ჯგუფში შემოვიდა წინადადება რუსეთისგანაც, მაგრამ არა კასეტურ საკისარებზე სავალდებულო გადასვლასთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ ადაპტერებიანი კასეტური საკისარების გამოყენების შესახებ ტიპური ურიკების რემონტის დროს. „რუსეთის რკინიგზებში“ განაცხადეს, რომ გამოცდების შედეგების მიხედვით სამუშაო ჯგუფი განიხილავს სარემონტო დოკუმენტაციაში სატვირთო ვაგონების ტიპი 2-ის ურიკებში (მოდელი 18-100), ტრადიციულ გორგოლაჭებიან საკისარებთან ერთად, ადაპტერებიანი კასეტური საკისარების გამოყენების შესაძლებლობის შეტანის აუცილებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system