თავში

საქართველოს რკინიგზამ $500-მილიონიანი ევროობლიგაციები 4%-ში განათავსა

საქართველოს რკინიგზამ $500-მილიონიანი ევროობლიგაციები 4%-ში განათავსა
საქართველოს რკინიგზამ $500-მილიონიანი ევროობლიგაციები 4%-ში განათავსა

საქართველოს რკინიგზამ ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები 4%-ში განათავსა. შესაბამისი განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟამ გამოაქვეყნა.


რკინიგზის მიერ აღებული ახალი ვალი ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვისაა განკუთვნილი. 10 წლის წინ გამოშვებული ბონდების განაკვეთი 7.5% იყო, შესაბამისად, ახალი ვალის განაკვეთი თითქმის ორჯერ დაბალია. ამასთან, ახალი ევრობონდის დაფარვის ვადა 7 წელს შეადგენს.

კომპანია ბოლო რამდენიმე წელია სოლიდურ ზარალზეა. ზარალიანი იყო 2021 წლის პირველი კვარტალიც, როდესაც კომპანიამ 54 მილიონი ლარით იზარალა. 2020 წელს კი კომპანიის ზარალი 164 მილიონი იყო.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system