თავში

საქართველოს რკინიგზას 500 მლნ აშშ დოლარის ვალი აქვს

საქართველოს რკინიგზას 500 მლნ აშშ დოლარის ვალი აქვს
საქართველოს რკინიგზას 500 მლნ აშშ დოლარის ვალი აქვს

საქართველოს რკინიგზის სასესხო ვალდებულება შეადგენს 500 მლნ აშშ დოლარს. სესხი სახელმწიფო კომპანიას აღებული აქვს 2011 წელს 7.75 %-ში და მისი დაფარვის ვადა 2022 წელია.

ამის შესახებ report.ge-ს HUB GEORGIA-ს წევრი, სატრანსპორტი დერეფნის კვლევის ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი გვეუბნება, რომ 2013 - 2019 წწ ლარისა და დოლარის თანაფარდობის გამო, საქართველოს რკინიგზის მიერ სესხის მომსახურების თანხები პერმანენტულად გაიზარდა და 2019 წელს - მაქსიმუმს, 110 მლნ ლარს მიაღწია.

"თუ გადასახდელი პროცენტის თანხას 110 მლნ ლარს, გავყოფთ კომპანიის მიერ გამომუშავებულ საოპერაციო შემოსავლებზე, გამოვა რომ რკინიგზის შემოსავლის 51%, ანუ თითქმის ნახევარი, სესხის მომსახურებაზე უნდა წავიდეს, რაც ფაქტიურად მომდევნო წლებში, არარეალურს ხდის კომპანიის მომგებიან რეჟიმში ფუნქიონირებას," - გვიხსნის ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამჟამად სახელმწიფოს უპირველესი ამოცაანაა, სასესხო ვალდებულებისაგან და ძირი თანხიდან განთავისუფლება, რადგანაც ასეთ ვითარებაში, თუ რკინიგზას ტვირთად დააწვება სასესხო ვალდებულება, იგი მუდმივად წამგებიან ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ 2011 წელს აღებული სესხი განკუთვნილი იყო რკინიგზის ეფექტიანობის გასაზრდელად და საშუალოვადიან პერსპექტივაში (10 წელი) მნიშვნელოვან ეფექტს იძლეოდა, რაც 10 წლის თავზე დასაფარი სასესხო ვალდებულების გასტუმრების საშუალებას იძლეოდა. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2012 წელს სესხის მომსახურების პროცენტი მხოლოდ - 9% ს შეადგენდა.

"იმ ვითარებაში, სესხის აღება, განპირობებული იყო, როგორც შემოვლითი რკინიგზის (12 მლნ ტონა მხოლოდ ნავთობი გადაიზიდებოდა ქალაქის გავლით), ასევე მოდერნიზაციის (უღელტეხილი) პროექტისათვის (ეს პროექტი დღესაც მიმდინარეობს). ბუნებრივია, რკინიგზის ორივე პროექტში ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პერსექტივები იყო გათვალისწინებული. ანაკლიის პროექტის შეჩერების ვითარებაში, რასაც დაერთო ტვირთნაკადების კლება (60 % შემცირებული ტრანზიტი), პერსპექტივაში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტიდან ფინანსური უკუგება დაბალი იქნება. ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია, საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის B+ დან B მდე დაქვეითება, რაც ქვეყნის ერთ - ერთი უმსხივლესი და სტრატეგიული კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობის სრულად დაკარგვის ტოლფასია," - გვიხსნის ექსპერტი და დასზენს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ერდადერთი გამოსავალია და ესაა სასესხო ვალდებულების 2027 წლამდე გადავადება, იმ პერსპექტივით, რომ საქართველოს რკინიგზა, შიდა ხარჯების ოპტიმიზაციით და სტრუქტურული ცვლილებებით, ეტაპობრივად გაზრდის საოპერაციო შემოსავლებს.

ექსპერტის თქმითვე, არის მეორე გამოსავლიც და ესაა სახელმწიფომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აიღოს სესხი და გადაფაროს ძირი თანხა, რაც, ექსპერტის აზრით ნაკლებად გონივრული იქნება, რადგან, ეს სახელმწიფო კომპანიას დამატებით ტვირთად დააწვება.

შეგახსენებთ, მომდინარე წელს საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა. იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგებით ჯამურად 22.2 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.6 მლნ ტონით აღემატება. 

8 თვეში რკინიგზით 7.15 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის 8 თვის სარკინიგზო თვირთბრუნვას 4.5%-ით აღემატება. მცირედი კლებაა ადგილობრივ და საექსპორტო ტვირთებში, თუმცა ზრდა შეინიშნება იმპორტსა და ტრანზიტში.

რკინიგზით 1.93 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებია გადაზიდული, კლება ფიქსირდება მარცვლეულის და შაქრის გადაზიდვებში. რკინისა და მანგანუმის ჯგუფში ზრდაა და 376 000 ტონას აღემატება, გაზრდილია სასუქების სარკინიგზო გადაზიდვების მაჩვენებელიც. საქართველოს დერეფნით 687 000 ტონამდე სასუქია გადატანილი.

 ცნობისთვის, წელს საქართველოს სარკინიგზო დერეფანს აქტიურად იყენებს თურქმენეთი. ლოგისტიკის ექსპერტები საქართველოს დერეფანში შუა აზიური ქვეყნიდან ტვირთის ნაწილის გადმომისამართებას ელიან.

გასათვალისწინებელია, რომ ტვირთის რაოდენობრივი ზრდის მიუხედავად, შემცირებულია რკინიგზის შემოსავლები. 2020 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლები 58.9 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3%-ით ნაკლებია, წინა წლის 6 თვეში ტვირთის გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

შეგახსენებთ, საქართველო საკონტრეილერო გადაზიდვების წახალისებას გეგმავს. პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილია მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რომლის მიხედვით შეიქმნება მულტიმოდალური გადაზიდვებით სქემა.

გეგმის მიხედვით, საქართველოს დერეფანში შემოსული სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით მოხდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ავტომობილები გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდება, მიუხედავად იმისა, რომ ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვას.

საკონტრეილერო გადაზიდვების დაწყება ფორსირებულად განიხილება რკინიგზაშიც.

ცნობისთვის, კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის საქართველოს რკინიგზას საუკეთესო შედეგი აქვს.

შეგახსენებთ, ნათია თურნავამ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ახლანდელი ოპოზიციის წევრებს რკინიგზის მიზანმიმართულ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.

„არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას აჰკიდეთ 500 მლნ დოლარის ვალი",- განუცხადა ოპოზიციას პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system