თავში

საქართველოს რკინიგზის ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება

საქართველოს რკინიგზის ევროკავშირთან TWINNING -
საქართველოს რკინიგზის ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება

საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“ დაიწყო.

პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა, ხოლო პროექტის სპეციფიკურ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, დარგის ახალი ორგანიზაციული, საოპერაციო და ფუნქციონალური სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ადამიანური რესურსის გაძლიერების კუთხით”,-აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე განმარტებით,, ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლონეთის სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად.

„პროექტის მთავარ ბენეფიციარს კი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამასთან ქართული მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება სს „საქართველოს რკინიგზა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system