თავში

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია დაწყებულია

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია დაწყებულია
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია დაწყებულია

 „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის ინფორმაციით,  კომპანია 3 დამოუკიდებელ ბიზნეს ერთეულად გაიყოფა. საქმე ისაა, რომ რკინიგზის რამდენიმე იურიდიულ პირად გაყოფას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და ეს პროცესი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ეს რეგულაციები და ვალდებულებებია:

მგზავრთა უფლებები და ვალდებულებები,

მგზავრთა საზოგადოებრივი მომსახურება,

მემანქანეთა სერტიფიცირება,

ერთიანი ევროპული სარკინიგზო ქსელის სივრცის შექმნა.

„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის განმარტებით, დღეს რკინიგზაში კროს-სუბსიდირება მიმდინარეობს. სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება მგზავრთა გადაყვანა და ინფრასტრუქტურა. ევროდირექტივის მიხედვით, მგზავრთა გადაყვანა გახდება დამოუკიდებელი სუბიექტი, დამოუკიდებელი იქნება ინფრასტრუქტურაც და ასევე სატვირთო გადაზიდვებიც. ესენი იქნებიან დამოუკიდებელი ბიზნესები და სახელმწიფოს მოუწევს წლების შემდეგ, მგზავრთა გადაყვანის სუბსიდირება და კომპენსაცია. ახალი მოდელის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მენეჯერ კომპანიას ექნება დაშვების საფასური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც გაივლის საქართველოს რკინიგზაზე, იქნება ეს კერძო ოპერატორი თუ შიდა ოპერატორი გადაიხდის ტონა/ კმ-ზე ან მგზავრ/კმ -ზე შესაბამის საფასურს.

ამ ეტაპზე ფინანსურად უკვე გამიჯნულია ეს კომპანიები. ამ სიახლესთან ადაპტაციაში საქარტველოს რკინიგზას ეხმარება ევროკავშირიც, რომელმაც რკინიგზაში ევროსტანდარტების დასანერგად 1.3 მლნ ევროს გრანტი გამოყო. 

ცნობისთვის, 2021 წელს „საქართველოს რკინიგზა“ 100 ახალი ვაგონსაც შეიძენს. რკინიგზა აქტიურად შეუდგება სავაგონო და ელმავლების პარკის განახლებას. საუბარია 3 ელმავალსა და 6 თბომავალზე თავისი მოდერნიზაციით.

შეგახსენებთ, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system