თავში

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 21 მლნ ლარი დაიხარჯა

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 21 მლნ ლარი დაიხარჯა
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 21 მლნ ლარი დაიხარჯა

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 2020 წელს  21 მლნ ლარი დაიხარჯა. როგორც კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების 93% უკვე შესრულებული იყო, თუმცა პროექტის სრულად დასრულების თარიღმა 2 წლით გადაიწია და მისი მოდერნიზაციის დასრულება 2022 წლისთვის გადაიდო.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია. პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის მიერ ფინანსდება. მოდერნიზაციის შემდეგ, სარკინიგზო გადაზიდვები უნდა გამარტივდეს და გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე (მომავალში 100 მლნ ტონამდე გაფართოების შესაძლებლობით) უნდა გაიზარდოს.

მოდერნიზაციაში საქართველოს რკინიგზას ეხმარება ევროკავშირიც, რომელმაც რკინიგზაში ევროსტანდარტების დასანერგად 1.3 მლნ ევროს გრანტი გამოყო. 2021 წელს „საქართველოს რკინიგზა“ 100 ახალი ვაგონსაც შეიძენს. რკინიგზა აქტიურად შეუდგება სავაგონო და ელმავლების პარკის განახლებას. საუბარია 3 ელმავალსა და 6 თბომავალზე თავისი მოდერნიზაციით.

საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა.  საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან. დერეფნის დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით, დაჯდება 5-6 მლნ ლარი.

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე. 

ცნობისთვის, TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system