თავში

საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო ბრუნვა წლის I ნახევარში 10%-ით გაიზარდა

​„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო ბრუნვა წლის I ნახევარში 10%-ით
საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო ბრუნვა წლის I ნახევარში 10%-ით გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო ბრუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა და ექვსი მილიონი ტონა შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდულია. ასევე, საქართველოს რკინიგზამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია კონტეინერების გადაზიდვაში ჩინეთისა და ევროპის მიმართულებით.

წლის პირველ ნახევარში სარკინიგზო ტრანზიტი საქართველოს გავლით  3.5 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც 19 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შიდა სარკინიგზო ტრანზიტი 21 პროცენტით გაიზარდა, რამაც შემოსავალი 14 პროცენტით გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system