თავში

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -23.8 მლრდ აშშ დოლარი (-68.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 134.2 პროცენტია. 

აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.0 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (30.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 331.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.5 მლრდ აშშ დოლარი (99.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.4 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system