თავში

საქართველოს საფონდო ბირჟა ციფრებში

საქართველოს საფონდო ბირჟა ციფრებში
საქართველოს საფონდო ბირჟა ციფრებში

საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ის) ცნობით, საფონდო ბირჟა 2019 წლის ბოლოს საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 35 ემიტენტის ფასიანი ქაღალდი. 

ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის წლის შეფასებაში.

ქვეყნის მთავარი ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებულ გარიგებათა საერთო ღირებულებამ 109.19 მლნ ლარი შეადგინა (815.96 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდი). აქედან, ბირჟის სავაჭრო სესიაზე დაიდო 0.05 მლნ ლარის გარიგება, ხოლო ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების ღირებულებამ 109.14 მლნ ლარი შეადგინა.

დაფიქსირებულ გარიგებებში, გარდა საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა, შესულია 2019 წლის განმავლობაში რეგისტრატორების მიერ განხორციელებული 5 გარიგება 100,824 ცალ ფასიან ქაღალდზე. გარიგებების საერთო ღირებულებამ 9.2 მლნ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, ცენტრალური დეპოზიტარი 2019 წელს ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული იყო 721.6 მლნ ფასიანი ქაღალდი და 0.96 მლნ ლარი. აქედან, ფულადი დეპონირების ტრანზაქციების 57 პროცენტი და საერთო თანხის 90 პროცენტი განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით. 

წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებულ ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია 18.6 პროცენტით, ხოლო რაოდენობა გაზრდილია 719.3 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდით. აღნიშნული ზრდის მიზეზი, ეროვნული ბანკის განმარტებით, იყო ერთჯერადი დეპონირების ოპერაცია ერთ-ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე, რომლის წილიც დეპონირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 99 პროცენტს შეადგენს.

სებ-ის მონეცემებით, საანგარიშო წელს ცენტრალურ დეპოზიტარში ფულადი სახსრების ბრუნვა 0.11 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ფულადი სახსრების ტრანზაქციების რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 59 პროცენტით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system