თავში

საქართველოს საფრანგეთი 35 მილიონი ევროთი დაეხმარება

საქართველოს საფრანგეთი 35 მილიონი ევროთი დაეხმარება
საქართველოს საფრანგეთი 35 მილიონი ევროთი დაეხმარება

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა დღეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის საფუძველზე, სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო 35 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

პროგრამის ფარგლებში, 35 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system