თავში

საქართველოს საგადასახადო მოდელი ერთ-ერთი მოწინავეა - ზარქუა

საქართველოს საგადასახადო მოდელი ერთ-ერთი მოწინავეა - ზარქუა
საქართველოს საგადასახადო მოდელი ერთ-ერთი მოწინავეა - ზარქუა

პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას შეფასებით, საქართველო, თავისი საგადასახადო მოდელით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.ზარქუა ფიქრობს, რომ აქციზისა და დღგ-ის გადასახადით მოსახლეობის ბევრი პრობლემა გვარდება, რადგან თანხები სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე მიიმართება. ზარქუას ინფორმაციით, დამატებითი ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაწილში ბიუჯეტში ჯამში 5 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველაზე მსუბუქი საგადასახადო კუთხით. სამეულში ვართ თავისი ესტონური მოდელით, მათ შორის. მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმებული გვაქვს თუ რეინვესტიციას აკეთებს. აქედან გამომდინარე, პირადად ვისურვებდი, რომ "ნაციონალებმა" ხომ დაიხსენით თავი მიხეილ სააკაშვილისგან, მათ შორის იქნებ რომან გოცირიძეც დაიხსნათ, იმიტომ, რომ აკადემიური კაცია და იცის. უბრალოდ პოლიტიკური ამბების გამო არასწორ რელსებზე გავიდა. მას ესმის საგანი და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას უფრო გაგაძლიერებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გადასახადების დაწევა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system