თავში

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ახალი სიმპტომებია

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ახალი სიმპტომებია
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ახალი სიმპტომებია

ღვინო-მასალების ექსპორტის ზრდა და მსუბუქი მრეწველობის როლის გაძლიერება - აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობითვის ეს ფაქტორები ახალი სიმპტომის მანიშნებელია, მაგრამ სასურველი მოცემულობისგან საქართველოს ჯერაც შორსაა. მთავარი გამოწვევა, როგორც აკადემიკოსი აღნიშნავს, უარყოფითი სალდოს შემცირებაა. ამის ერთ-ერთი გზა, მისი თქმით, შიდა წარმოების ზრდა და ექსპორტზე პოზიციების გაუმჯობესებაა, რაც ქვეყანას სასურველ შედეგამდე მიიყვანს.

,,ფერადი ლითონები, ფეროშენადნობი, ღვინოს პროდუქცია და ცოტათი მსუბუქი მრეწველობა - ეს არის დღესდღეობით ძირითადი საექსპორტო პროდუქცია. ბოლო კომპონენტი დამატებით აღმოჩნდა, რაც ადრე არ იყო. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან ღვინო-მასალების წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვანია. აღნიშნული სფერო წარმოება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ სასურველი მოცემულობა ჯერ კიდევ არ გვაქვს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ უარყოფითი სალდო შევამციროთ. ამ მხრივ ეკონომიკაში კარგი სიმპტომია, მაგრამ არასაკმარისია ზრდის ტემპი, რაც მიზნისგან გვაშორებს. ჩემი აზრით, გაცილებით მეტი მოცულობით შეიძლება ადგილობრივი აგრარული წარმოება წავახალისოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მსუბუქი მრეწველობის წილის ზრდა, ამას როგორმე უნდა მივაღწიოთ. ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ შიდა მოთხოვნა არ გვაქვს დაკმაყოფილებული, სხვანაირად უარყოფით სალდოს ვერ შევამცირებთ. ერთია, რომ სამამულო პროდუქტმა ჩაანაცვლოს იმპორტი, მაგრამ მეორე გზაა - ექსპორტის გზით შემცირდეს სხვაობა. წარმოების ზდა მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს შექმნის და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავააქტიუროთ", - აცხადებს report.ge-თან ავთო სილაგაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system