თავში

საქართველოს საგარეო ვალი $306,17 მილიონით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი $306,17 მილიონით გაიზარდა
საქართველოს საგარეო ვალი  $306,17 მილიონით გაიზარდა

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი $5,74 მილიარდს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $306,17 მილიონით არის გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $3,9 მილიარდი მართებს. 

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოც ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება $1.01 მილიარდია. 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა $500 მილიონია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system