თავში

"საქართველოს საინვესტიციო გარემოს მდგრადობაზე რეიტინგები საუბრობენ"

"საქართველოს საინვესტიციო გარემოს მდგრადობაზე რეიტინგები საუბრობენ"
საქართველოს საინვესტიციო გარემოს მდგრადობაზე რეიტინგები საუბრობენ

"საქართველოს რეიტინგები მეტყველებს საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ," - ასე ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ლილუაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს.

„გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ამ გარემოს აქვს მნიშვნელოვანი მოწყვლადობის ხარისხი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ამიტომ ანგარიში პირდაპირ არის ხაზგასმით აღნიშნული, რომ პოლიტიკური გარემოს შემდგომი დაძაბულობა და რადიკალიზაციის გაღრმავება ხელს შეუშლის ქვეყნის საშუალო ვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა. პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, ეს უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტოა, რომელმაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მთავრობის გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system