თავში

საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღების ისტორიეული შანსი გაუჩნდა

საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღების ისტორიეული შანსი გაუჩნდა
საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღების ისტორიეული შანსი გაუჩნდა

საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, 2022 წელს მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რაც ნიშნავსბევრ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციას, მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, იაფ ფულს ჩვენი მეწარმეებისათვის, განახევრებულ საპროცენტო განაკვეთებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისათვის,” - ამის შესახებ ექსპრემიერი მამუკა ბახტაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

მისი განმარტებით, გლობალურ ეკონომიკაში ქვეყანას ან აქვს საინვესტიციო რეიტინგი (ან მისი მიღების პრაქტიკული პერსპექტივა), ან ის რჩება „მაჩანჩალა“ რეპუტაციის მქონე ქვეყნად. მისივე თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ნებისმიერი სხვა მაჩვენებლის გამოყენება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის საწარმოებლად ან შესაფასებლად არის შეცდომა და საზოგადოების მოტყუება. ექსპრემიერი ხაზს უსვამს, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიო ეკონომიკაში არის წინსვლის ერთადერთი მართებული საზომი საინვესტიციო რეიტინგია.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული წარმატებების შემდეგ, გვრჩება ორი საფეხური საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად. უპრეცედენტოდ შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფონზე და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, გაგვიჩნდა ისტორიული შანსი, რომ უკვე 2022 წელს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა 2022 წელს ნიშნავს, რომ გვაქვს ხელშესახები პროგრესი:
• მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება $5500-6000-მდე;
• სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის მაქსიმალური მიახლოება ევროკავშირის ქვეყნებთან; და
• საგარეო მოწყვლადობა (სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება) მაქსიმალურად შემცირებული.” - ვკითხულობთ მამუკა ბახტაძის წერილში, რომლითაც მან საზოგადოებას გადადგომის შესახებ აუწყა.

ექსპრემიერმა უირადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეკონონმიკაში ერთ-ერთი მძლავრი კონტრიბუტორი, ტურიზმი, აქტიურ ფაზაშია, რაც კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო შევამციროთ და მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ბახტაძე კმაყოფილებას არ მალავს, რომ ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში სავაჭრო დეფიციტი 900 მილიონ აშშ დოლარიდან 300 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირებულიყო. მისივე განმარტებით, 2020 წელს არსებობს რეალური შესაძლებლობა ეს დეფიციტი განულდეს. ბახტაძე დარწმუნებულია, რომამ დროისთვის ფაროსანასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system