თავში

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ. ლარის ევრობონდებს განათავსებს

​საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ. ლარი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ. ლარის ევრობონდებს განათავსებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ-ი ლარის ევრობონდებს განათავსებს.კომპანია წლის ბოლომდე შეძლებს ევრობონდების გამოშვებას, რომელიც ლარში იქნება ნომინირებული. მსოფლიო ბანკის ტენდერში კომპანია „გალთ ენდ თაგარტმა“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანიზაციის შეფასება.

„მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ ბონდების გამოშვება. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი კომპანიის შეფასება, აღნიშნულ ტენდერში კი გაიმარჯვა „გალთ ენდ თაგარტმა“. ეს იქნება ლარში და დაეხმარება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის შემცირებაში,“ – ამბობს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი. 

შეგახსენებთ, საწარმოს კორპორატიზაციის პროცესში, გამოცხადებულია კონკურსი, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი უნდა შეირჩეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system