თავში

საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი გაიზარდა
საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 7.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 21.6 მილიარდი ლარის ტოლია. 

ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 46.9%-ს უტოლდება, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

აქედან, სამთავრობო სექტორის ვალი 5.4 მილიარდი დოლარი, ანუ 15.5 მილიარდი ლარია. 415.5 მილიონი დოლარი, ანუ 1.2 მილიარდი ლარი ეროვნული ბანკის ვალდებულებებია, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, 826.4 მილიონ დოლარს, შესაბამისად, 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system