თავში

საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია

საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია
საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია

საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში. საკრედიტო რისკის გაუმჯობესების დასტურად ორგანიზაცია ასახელებს 2021 წლის 22 აპრილს საქართველოს მიერ წარმატებით განთავსებულ $500 მილიონიან, 5-წლიანი ევროობლიგაციას, რომლის კუპონის განაკვეთი განისაზღვრა 2.750%–ად. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ ევროობლიგაციის მიმართ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და მოთხოვნამ $2.0 მლრდ-ს გადააჭარბა. აქვე საქართველოს ევროობლიგაციები შედარებულია სხვა ქვეყნების ევროობლიგაციებთან და განმარტებულია, რომ ქართული ევრობონდების კუპონი და შემოსავლიანობა ყველაზე დაბალი მაჩვენებლია რეგიონის ქვეყნებს შორის.

"თავდაპირველად განთავსების ფასი 3.0%-3.25% დიაპაზონში განისაზღვრა, თუმცა მაღალი ინტერესის გამო ევროობლიგაციის შემოსავლიანობა შემცირდა და 2.875% შეადგინა, რაც აშშ-ს შესადარ სახაზინო ობლიგაციასთან დაახლ. 207 სპ-ის სპრედს (სხვაობას) წარმოადგენს.  საქართველომ 2011 წლის შემდეგ პირველად მოახდინა საერთაშორისო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვა (2011 წელს საქართველომ გამოუშვა $500 მლნ-ის 10-წლიანი ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი 6.875% იყო, ობლიგაციის ვადა 2021 წლის 12 აპრილს ამოიწურა). 2021 წლის განთავსება საქართველოს საკრედიტო რისკის მნიშვნელვანი გაუმჯობესებაა.  ტრანზაქცია ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ: 1. ევროობლიგაციას საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი კუპონი და შემოსავლიანობის მაჩვენებელი აქვს; 2.  არსებული კუპონი და შემოსავლიანობა ყველაზე დაბალი მაჩვენებლია რეგიონის ქვეყნებს შორის (ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, სომხეთმა განათავსა 10 წლიანი, $750 მლნ-ის ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი 3.6% იყო ხოლო, შემოსავლიანობამ კი 3.875% შეადგინა).  14 აპრილის მდგომარეობით შესადარი ევროობლიგაციების - სომხეთი 25 (B +/ Ba3) და უზბეკეთი 24 (BB-/B1/BB-) - შემოსავლიანობა 2.5%-4.05% დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო ინტერპოლაციით მიღებული შემოსავლიანობა 5-წლიან ევროობლიგაციებზე შესაბამისად 4.26% და 3.15% იყო, რაც საქართველოს ახალი ევროობლიგაციის მნიშვნელოვან წარმატებაზე მიუთითებს," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

საქართველოს ევროობლიგაციის გამოშვების პროცესში მონაწილეობდა სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში ასევე ჩართული იყო 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ფასი გაიზარდა.  საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით საუკეთესო ათეულშია მეშვიდე ადგილს იჭერს, კონომიკური თავისუფლების ინდექსით ქვეყანა ძირთადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია და მეთორმეტე ადგილს იჭეერს, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო 74-ე ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system