თავში

საქართველოს საკვების დეფიციტი არ ემუქრება

საქართველოს საკვების დეფიციტი არ ემუქრება
საქართველოს საკვების დეფიციტი არ ემუქრება

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მატულობს. გაეროს მონაცემით, მიმდინარე წელს მსოფლიოში 7,7 მლრდ ადამიანი ცხოვრობს და 25 წელიწადში მათი რაოდენობა 9,7 მლრდ-ს, საუკუნის მიწურულს კი ეს მაჩვენებელი 11 მლრდ-ს მიაღწევს. მოსახლეობას ზრდას თან ხანდაზმულთა და შობადობის რიცხვის შემცირება ახლავს.გაერო პროგნოზირებს, რომ 2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის 70% -ზე მეტი იმ ქვეყნებში იცხოვრებს, სადაც მოსახლეობის რეპროდუქციისთვის აუცილებელი დონე უფრო დაბალია.

საფრთხე, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ახლავს, საკვების დეფიციტს უკავშირდება. გაერო-ს ცნობით, ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2019 წლიდან 2025 წლამდე 56% -დან 68% -მდე გაიზრდება. თუმცა, როგორც ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანას თითქმის არ ემუქრება. 

სოციოლოგების განცხადებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რას განახორციელებს მთავრობა პრევენციის მიზნით. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს. მისი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის კი, აუცილებელია აგრარული სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის.

"უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწების გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს.აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზე. დაახლოებით 4-5-ჯერ უნდა გავზარდოთ სამხრეთული კულტურების წარმოება. გარდა ამისა, მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე დადგება წყლის გამოყენების პრობლემა. ჰაერიდან წყლის მიღების ტექნოლოგია არსებობს და ესეც უნდა ავითვისოთ", - განმარტავს კობალაძე.

სპეციალისტის შეფასებით, საქართველოში შიმშილით სიკვდილის საფრთხე, რაც შორეულ უცხოეთშია, არ დგას, თუმცა სხვა მხრივ პრობლემაა. კობალაძის განმარტებიტ, ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება, თუმცა პრობლემაა კვების რეჟიმი, რადგან ე.წ. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება.

როგორც აღვნიშნეთ, საკვების დეფიციტის საფრთხეს უცხოელი მეცნიერები დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. არსებული მონაცემებით, დაახლოებით 2000 წლის წინათ დედამიწაზე ცხოვრობდა 127 მილიონი ადამიანი. 1 მლრდ-მდე მოსახლეობა გაიზარდა 1820 წელს, 1950 წელს კი 2,8 მლრდ-ს მიაღწია. 2014 წელს დედამიწაზე უკვე 7 მლრდ ადამიანი ცხოვრობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system