თავში

საქართველოს სამოქალაქო ავიაციია ევროპული ცის ნაწილი ხდება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციია ევროპული ცის ნაწილი ხდება
საქართველოს სამოქალაქო ავიაციია ევროპული ცის ნაწილი ხდება

მონრეალში, ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანების (SESAR Joint Undertaking) აღმასრულებელმა დირექტორმა ფლორიან გიულერმეთმა განზრახულობათა ოქმს მოაწერეს ხელი. სააგენტოსა და SJU-ს შორის გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ოქმში განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელთა კუთხითაც არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესი. ესენია: კომუნიკაციის, ნავიგაციის და აერონავიგაციის ინტეგრირებული მომსახურება (integrated CNS), აეროდრომზე მომსახურების მოშორებული (ელექტრონული) მომსახურება (remote digital towers), ავტომატიზირებული სისტემების ურთიერთავსებადობა, კვლევა და ინოვაციები. დოკუმენტით გათვალისწინებულია შესაბამისი ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობა SJU-ს შეხვედრებსა და სემინარებში, ასევე სასწავლო და კვლევით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა.  ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.  დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების, ასევე, საჰაერო ნაკადების ოპტიმიზაციის, დაგვიანებების მინიმუმამდე შემცირების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით. მონრეალში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიღწევებს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ევროკომისია აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის და საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ჰოლოლეიმ სააგენტოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტისგან სპეციალური სერტიფიკატების მიღება და ლევან კარანაძეს ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. 

საქართველოს დელეგაცია მონრეალში ICAO-ს რიგით მე-40 ასამბლეაზე დასწრების და საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system