თავში

საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა

საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა
საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა

საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან.

report.ge დაინტერესდა, როგორ ხედავენ საქართველოს დერეფნის გაციფრულების პროცესს "საქართველოს რკინიგზაში". კომპანიის მენეჯმენტში გვითხრეს, რომ სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება  თეორიულ დონეზე უკვე დაწყებულია, თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დერეფნის მონაწილე ქვეყნების აქტიური ჩართულობა. როგორც რკინიგზის მენეჯმენტში report.ge-ს განუცხადეს, საქართველოს რკინიგზა მეზობელი ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვალებთან აქტიურად მუშაობს ამ პროცესის შეუფერხებლად დასასრულებლად. 

„ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. თუ ამ საკითხზე ერთობლივად არ ვიმუშავეთ, ამას ფასი არ ექნება. მაგალითად, თუ საქართველომ პროცესი დანერგა და მას არ აუბა მხარი აზერბაიჯანმა და სხვა ქვეყნებმა, ეს აზრს კარგავს. აუცილებელია მთლიანად დერეფანში პროცესების სინქრონიზაცია. იმედია დიჯიტალიზაციის პროცესში ჩაერთვება ყაზახეთიც და კასპიის ზღვის სხვა პორტებიც“, - განუცხადეს report.ge-ს რკინიგზიზ მენეჯმენტში. 

მათივე ინფორმაციით, დერეფნის დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით, დაჯდება 5-6 მლნ ლარი. 

ცნობისთვის, TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system