თავში

საქართველოს სასტუმროების დატვირთულობა 7-14%-ის ფარგლებშია

საქართველოს სასტუმროების დატვირთულობა 7-14%-ის ფარგლებშია
საქართველოს სასტუმროების დატვირთულობა 7-14%-ის ფარგლებშია

"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, სასტუმროების თებერვლის სამომავლო დატვირთულობა 7%-ს შეადგენს ზღვისპირა სასტუმროებში, 14%-ს თბილისსა და კახეთში, 13%-ს სხვა რეგიონებში.

ორგანიზაციის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, სასტუმროების უქმეების დატვირთულობა მხოლოდ თბილისში და ზღვისპირა სასტუმროებში გაიზარდა, სხვა რეგიონებში და კახეთში დატვირთულობა შემცირებულია. რაც შეეხება, ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, თებერვალში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და ზღვისპირეთის სასტუმროები მოყვება. კახეთის სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებელს.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და წ/წ -64% შეადგინა. რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ცვლილება დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და 16-22 თებერვლის პერიოდში წ/წ - 60%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, შემდეგი კვირიდან სასტუმროების დატვირთულობა გაიზრდება, ბაკურიანი-გუდაურის სასტუმროებში, რადგან ზამთრის კურორტები უკვე გაიხსნა. ბაკურიანში წელს ზამთრის საერთაშორისო ჩემპიონატების მსოფლიო რუკაზე საქარველო ადგილს იმკვიდრებს და ზამთრის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს იძენს. ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთის კურორტებს წელს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა. 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი 26 - 28 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს სკი სქორსის მსოფლიო თასის შეჯიბრში.

ცნობისთვის, ზამთრის სამთო კურორტები გუშინ სრული დატვირთვით ამოქმედდა. 8 მარტს ჩაირთვება საბაგიროები.

შეგახსენებთ, ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system