თავში

საქართველოს სატრანსპორტო სექტორში კრიზისის ნიშნები იკვეთება

საქართველოს სატრანსპორტო სექტორში კრიზისის ნიშნები იკვეთება
საქართველოს სატრანსპორტო სექტორში კრიზისის ნიშნები იკვეთება

ეკონომიკური კრიზისის პირობებში, 2020 წლის შედეგების საფუძველზე, HUB Georgia - მ, სატრანსპორტო დარგების მუშაობის ანალიზი ჩაატარა, რომელსაც საფუძვლად დაედო 2012 – 2020 წლების მაჩვენებლები. 

კვლევამ აჩვენა, რომ თუ საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების ბოლო, ხუთწლიანტრენდს გადავხედავთ,სარკინიგზო გადაზიდვები ნავთობის მილსადენში გადადინების პირობებში, პრაქტიკულად 10 - 12 მლნ ტონით ერთ დონეზეა და ზრდის ტენდენცია არ გააჩნია, რაც,  HUB Georgia - ს შეფასებით, ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვანი დარგის ღრმასტაგნაციის მდგომარეობაში ყოფნაზე მიუთითებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გაურკვეველია, რა ბერკეტების გააქტიურებით და რა პერიოდშიშეძლებს საქართველოს რკინიგზა 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას. ორგანიზაცია გამოსავალს ცენტრალური აზიიდან მშრალი და ნაყარი ტვირთების მოზიდვის გააქტიურებაში ხედავს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ნავსადგურებში - (ფოთი, ბათუმი, ყულევი) 2020 წელს ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ - 6%-ითაა შემცირებული, რაც კვლევის ავტორებს, აფიქრებინებს, რომ გადამუშავებეული ტვირთების გაზრდის თვალსაზრისით, ნავსადგურებში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილები არ დაფიქსირებულა.

ფოთის ნავსადგური - 2020 წელს, 2019 წლის პიკურ წელთან შედარებით, 14%-ით შემცირდა გადამუშავებული ტვირთების მოცულობა; 2020 წელს 7.4 მლნ ტონის გადამუშავება, პანდემიის პერიოდში არ წამოადგენს ნავსადგურისთვის უარყოფით შედეგს. თუ ნავსადგურის ტვირთების გადამუშავების გრძელვადიან ტრენდს გავაანალიზებთ, ბოლო 9 წელიწადში, წლიური ტვირთბრუნვა 6-დან 8 მლნ ტონამდე მერყეობს და ზრდის ტენდენცია არ გააჩნია, ეს მაჩვენებელი ევროპის საშუალო ნავსადგურის ერთი ნავმისადგომის მიერ გადამუშავებული ტვირთბრუნვის ტოლფასია. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ფოთის ნავსადგურის განვითარებისთვის დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ბათუმის ნავსადგური - 2019 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულთან შედარებით, 2020 წელს 9%-ით გაიზარდა ტვირთების გადამუშავება, გამოსაყოფია მშრალი ტვირთების 29 % -იანი ზრდა. 2012 – 2014 წლებში მშრალი ტვირთების მოცულობა 1.2 - 1.7 მლნ ტონას შეადგენდა, 2020 წლის მაჩვენებელი კი 1.0 მლნ ტონას.

ბოლო წლებში თხევადი ტვირთების მუდმივი შემცირების ფონზე, ბათუმის ნავსადგურის მიერ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 33% -იანი ზრდა დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს.

ყულევის ნავსადგური - რომელიც ძირითადად ორიენტირებულია თხევადი ტვირთების გატარებაზე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ერთნაირ მოცულობას - 1.6 – 17 მლნ ტონას ატარებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2012 – 2015 წლების მაჩვენებლებს, როდესაც 2.1 – 2.5 მლნ ტონას ატარებდა; აღსანიშნავია, რომ ყულევის ნავსადგურების ნავთობის გატარების შესაძლებლობა წელიწადში 10 მლნ ტონას შეადგენს, პრაქტიკულად ნავსადგური 20% -ითაც არ არის დატვირთული.

რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, კვლევის მიხედვით, 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოუხედავად იმისა, რომ 2019 წლის „პიკურ“ მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს ნავსადგურებში 25%-ით შემცირდა საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება, გრძელვადიანი ტრენდის გათვალისწინებით, ჯამურად 490 370 ერთეული კონტეინერის გადამუშავება, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ფოთის ნავსადგურში - 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, კონტეინერების 27% იანი შემცირება განპირობებული იყო საკონტეინერო ყუთების ჩინეთსა და ამერიკას შორის მოთხოვნის დისბალანსით, რამაც 3.5 – 4 -ჯერ გაზარდა გადაზიდვის ტარიფი, ამ გაძვირებამ გავლენა იქონია საკონტეინერო ნაკადის შემცირებაზე. მიუხედავად ამისა, საკონტეინერო გადაზიდვები ფოთის ნავსადგურით, ბოლო ცხრაწლიანი ტრენდის გათვალისწინებით მაინც მაღალია.

ბათუმის ნავსადგურში - ფოთის ნავსადგურისგან განსახვავებით, მხოლოდ 12-% ით შემცირდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა, რაც გრძელვადიანი ტრენდის გათვალისწინებით დადებითად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალში 2015 წელს, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50% ნაკლები კონტეინერი მუშავდებოდა.

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში დაჯამებულია საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებით ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობის მაჩვენებლები. კვლევის მიხედვით, 2020 წლის პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ გართულებული იყოს საზღვრებზე მძღოლების უსაფრთხოდ გადაადგილება, ტრანზიტად ყველაზე მეტმა სატვირთო ავტოტრანსპორტმა - 315 500 ერთეულმა გაიარა, რაც 6%-ით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, თითქმის 3.2-ჯერ გაიზარდა ტრანზიტულად მოძრავი ავტოტრანსპოტის რაოდენობა, რაც უპირველეს ყოვლისა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდითაა განპირობებული. 

 საჰაერო გადაყვანები - ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა საჰაერო სფერომ განიცადა, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საჰაერო გადაყვანები 84% -ით შემცირდა და 0.83 მლნ მგზავრი შეადგინა, დარგი ამ მაჩვენებლით 2010 წლის დონეს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საშუალოდ საჰაერო გადაყვანები 60 %-ითაა შემცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system