თავში

საქართველოს სატრანზიტო მაჩვენებელი გაზრდილია

საქართველოს სატრანზიტო მაჩვენებელი გაზრდილია
საქართველოს სატრანზიტო მაჩვენებელი გაზრდილია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ივლისში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 28 196 ერთეული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5 837 ერთეულით ანუ 26,1%-ით აღემატება.

სულ 2020 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 166 367 ერთეული, რაც 15,2%-ით ანუ 21 944 ერთეულით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ბიზნესგაერთიანების ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება ტრანზიტად გამავალი სატვირთო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით.

"საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება COVID-19 პანდემიის პირობებში, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის უდაოდ დადებითი მოვლენაა, ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, დადებითად მოქმედებს დიზელის საწვავის და საავტომობილო ზეთების რეალიზაციაზე“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system