თავში

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვაში საქართველოს შვედეთი დაეხმარება

საქართველოს შვედეთი დაეხმარება
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვაში საქართველოს შვედეთი დაეხმარება

ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ახალი პროგრამა დაიწყო.

ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტსა (ჰარმონიზაციის ცენტრი) და შვედეთის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვაში, ჰარმონიზაციის ცენტრს მხარდაჭერას გაუწევს შვედეთის ფინანსური მენეჯმენტის ეროვნული უწყება (ESV), რომელიც ჰარმონიზაციიის ცენტრის ანალოგიური ფუნქციის განმახორციელებელია.

პროექტის მხარდამჭერია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), რომელმაც დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარამდე გამოყო.

პროგრამის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კომპონენტები დაინერგება ოთხ სამინისტროში.

„პროექტი იძლევა შესაძლებლობას, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისთვის საპილოტედ შერჩეულ სამინისტროებში, მენეჯერული ანგარიშვალდებულების და რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებით, არსებითად გააუმჯობესოს სისტემის ფუნქციონირება. ამასთან, პროექტი მოიცავს როგორც მეთოდოლოგიური რესურსების გაძლიერებას, ისე მოქმედი საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

პროგრამის მხარდაჭერისთვის მუდმივი მრჩევლის სტატუსით, საქართველოში იმუშავებს საერთაშორისო ექსპერტი ანდერს ნილსონი.

პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სფეროში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საჯარო სექტორში.

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი - ჰარმონიზაციის ცენტრი როგორც საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში, ფინანსური მართვისა და კონტროლის კოორდინაციასა და ჰარმონიზებაზე პასუხისმგებელი ორგანო, მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების ეფექტიანად და პროდუქტიულად მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობას, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვას“,-განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system