თავში

საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს

საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს
საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა“ სოციალური დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2020 წელს პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 783 705 პირი, რომელთაგან 71.0 პროცენტი ქალია, ხოლო 29.0 პროცენტი - კაცი. 

რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2 პროცენტი თბილისშია, 16.4 პროცენტი - იმერეთში, 10.8 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7 პროცენტი - ქვემო ქართლში, 9.0 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9 პროცენტი ფიქსირდება.

2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 240 ლარი;

70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.

პენსიები 20 ლარით 2020 წელსაც გაიზარდა, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით.

ქვეყანაში ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რაც ნიშნავს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით პენსიების ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდას ნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system