თავში

საქართველოს სურსათის წარმოების ცვალებადობა დადებითად ფასდება

საქართველოს სურსათის წარმოების ცვალებადობა დადებითად ფასდება
საქართველოს სურსათის წარმოების ცვალებადობა დადებითად ფასდება

სურსათის სტაბილურობის ერთ-ერთი ინდიკატორია სურსათის წარმოების ცვალებადობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. 

ამის შესახებ აღნიშნულია ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2007 წელს საქართველოს მაჩვენებელი ამ ინდიკატორით 32.2 იყო და მას შემდეგ განაგრძობს კლებას, რაც დადებითი ტენდენციაა, რადგან რაც უფრო დაბალია ცვალებადობა მით უკეთესია. თუმცა უნდა ველოდოთ, რომ პანდემიის გამო კლების ტენდენცია შეიცვლება და მაჩვენებელი გაიზრდება.

ერთ სულ მოსახლეზე სურსათის წარმოების ცვალებადობა, ქვეყნების მიხედვით, აღნიშნულია ცრილში:

"სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებმა გავლენა მოახდინა გლობალური თუ ადგილობრივი სურსათის მიწოდების სტაბილურობასა და წვდომაზე. ძირითადი საკვები პროდუქტების ექსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გაზარდა ამ პროდუქტების ფასები. მართალია, პანდემის გამო თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვები დროებითი იყო, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ქვეყნები ხელახლა არ დააწესებენ შეზღუდვებს (Espitia et al., 2020). სურსათის გაზრდილი ფასები და მიმდინარე ეკონომიკური გაურკვევლობა სურსათის სისტემის სტაბილურობაზეც ახდენს გავლენას. ვალუტის გაუფასურება კი კიდევ უფრო მეტ რისკს უქმნის სურსათის გლობალური თუ ადგილობრივი ბაზრების სტაბილურობას. პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობები და შეზღუდვები უარყოფითად აისახება იმ ინვესტორებზეც, რომელთაც ინვესტიციების ჩადება სურთ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორებში (UNCTAD, 2020b)," - ვკითხულობთ ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში.

რა მასშტაბისაა პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა სურსათის მიწოდებაზე,ასევე, რატომ ძვირდება სურსათი საქართველოში, და ძირითად აქცენტს სასურსათო უსაფრთხოების სფეროში, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system