თავში

ნიკა შენგელია: საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის დაკარგვა ნაკლებსავარაუდოა

საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის დაკარგვა ნაკლებსავარაუდოა
ნიკა შენგელია: საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის დაკარგვა ნაკლებსავარაუდოა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

ამ შეთნხმებიდან გამომდინარე აზერბაიჯანსა და სომხეთს მიეცა გარკვეული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება.

სპეციალისტების აზრით, აზერბაიჯანს ეძლევა კორიდორი ნახიჩევანისაკენ. ამით რეგიონში 30 წლიანი ურყევი მდგომარეობა დარღვეულია და ახალი რეალიები ჩნდება, კერძოდ ის რომ რუსეთის ერთპიროვნული გავლენები იზღუდება და თურქეთი ამ რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამ გადაწყველებით რეგიონში რაიმე ინფრასტრუქტურული გადაწყობას ახლო მომავალში  არ ელოდება. მისი განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაკარგოს ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია. 

"ის, რომ ამ გადაწყველებით თუ შეთანხმებით მოხდება რაიმე ინფრასტრუქტურული გადაწყობა ახლო მომავალში და საქართველო დაკარგავს ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას, ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ შეინიშნება. ასეთი საკითხი რომც დადგეს დღის წესრიგიში, ამას წლები დაჭირდება. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო ღონისძიებებში რუსეთთან ერთად თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას იმედს გვიჩენს, რომ რეგიონში სიმშვიდე დაისადგურებს . აღნიშნული კი რეგიონში დაძაბულობის საფრთხის ხარისხს მოხსნის და უნდა ვივარაუდოთ, რომ ინვესტიციების შემოდინება მცირე რაოდენობებით მაინც აღდგება. არ გამოვრიცხავ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი საინვესტიციოდ მიმზიდველი და საინტერესოც გახდეს. საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია," - განუმარტა report.ge-ს ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ შენგელიამ.

ცნობისთვის, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს მტკივნეული გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან კონფლიქტს წერტილს დაუსვამს და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად 27 სექტემბერს დაიძაბა. ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარე წლის ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system