თავში

საქართველოს წინასაარჩევნო ხარჯის შემცირებას ურჩევენ

საქართველოს წინასაარჩევნო ხარჯის შემცირებას ურჩევენ
საქართველოს წინასაარჩევნო ხარჯის შემცირებას ურჩევენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება, მაშინ როდესაც ქვეყანა ღარიბია.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ეს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ამომრჩეველზე.

"ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები ამ კამპანიის დაფინანსების და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს. თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება წინასაარჩევნო კამპანიაზე, არადა ქვეყანა ღარიბია. ლიმიტი არ არის დაწესებული - რამდენი შეიძლება საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯოს. რამდენიც საჭიროა, იმდენს ხარჯავენ. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს საფრთხეს ქმნის, შესაბამისად, ევროპის საბჭო და ოდირი სთხოვს და ხშირად ითხოვს იმას, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო, შეზღუდვები და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხები და როგორ იხარჯება. მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

ცნობისთვის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. რომელ პარტიას რამდენი საპარლამენტო მანდატი ექნება არსებული შედეგებით, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system