თავში

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-71.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (32.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 250.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.2 მლრდ აშშ დოლარი (104.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system