თავში

საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკი განახლდება

საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკი განახლდება
საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკი განახლდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის განვითარების მიზნით ახალ პროექტებს იწყებს, სადაც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას.

ადმინისტრაციის ხელმძღანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ფოტოგრაფებს ახალი პროექტების დეტალებიუკვე  გააცნო.

"დღეს სწორედ ის დროა, განვაახლოთ საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკი. ეს პროექტები დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებაში, შექმნასა თუ შესაბამისი კონკურსების ჩატარებაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებული ჯგუფები, მათ შორის ფოტოგრაფები მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენთვის ძალიან ღირებულ პროექტებში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და დაზარალებული დარგებისა და პროფესიების საქმიანობის ხელშეწყობას,“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ  პროექტი ფოტოგრაფებისთვის მრავალ აქტივობას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ყველა რეგიონში ფოტო-ტურებს, საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკის განახლებას და ფოტოკონკურსს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტებში ფოტოგრაფებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები, რაც შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილიც გახდება. ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system