თავში

საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაცია ამოქმედდა

საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს
საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაცია ამოქმედდა

საქართველოს ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია ამოქმედდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ეს საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს.

"დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას", - აცხადებენ სამინისტროში. 

დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზა გაფართოვდება. ქართველი მეწარმეები შეძლებენ თურქეთიდან ნედლეული შემოიტანონ, აწარმოონ პროდუქცია და გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system