თავში

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.0 მლნ. აშშ დოლარია

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.0 მლნ. აშშ დოლარია
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.0 მლნ. აშშ დოლარია

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 531.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტს გაუტოლდა. ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 929.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 199.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი).

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (უარყოფითი სავაჭრო სალდო) ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 პროცენტია. 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system