თავში

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.3 მლნ. აშშ დოლარია

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.3 მლნ. აშშ დოლარია
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.3 მლნ. აშშ დოლარია

იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 531.3 მლნ. აშშ დოლარია ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული საგარეო ვაჭრობის 4 თვის ჯამური მონაცემებიდან. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტია.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 928.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 198.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარს (10.1 პროცენტით მეტია). 

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (უარყოფითი სავაჭრო სალდო) ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 პროცენტია. 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system