თავში

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 664.6 მლნ. აშშ დოლარია

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 664.6 მლნ. აშშ დოლარია
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 664.6 მლნ. აშშ დოლარია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია. იმპორტი უფრო მეტად, 14.1 პროცენტით შემცირდა, ვიდრე ექსპორტი. ექსპორტი მიმდინარე წლის 2 თვეში 6.8 პროცენტითაა შემცირებული.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს.

არყოფითი სავაჭრო ბალანსი (უარყოფითი სავაჭრო სალდო) ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system