თავში

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 40.8%ია

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 40.8%ია
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 40.8%ია

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. 

აქედან ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6 პროცენტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system